ტარიფები
კლიენტებსა და საადვოკატო კომპანიის შორის ფინანსური ანგარიშსწორება სრულიად გამჭვირვალეა.
პირველი კონსულტაციის ღირებულებაა 200 ევრო, გადასახადების გარეშე.
მომსახურების ანაზღაურების ფორმები:
კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მომსახურების ანაზღაურების სხვადასხვა ფორმა:
- ფიქსირებული ანაზღაურება: მომსახურების საბოლოო ღირებულებაზე შეთანხმება ხდება კლიენტთან მოლაპარაკების საწყის ეტაპზე.
- საათობრივი ანაზღაურება: მომსახურების ღირებულება ერთი საათის განმავლობაში მერყეობს 300-დან 450 ევრომდე , დღგ – ს გარეშე, საქმის ხასიათისა და სირთულის შესაბამისად.
- დამატებითი ანაზღაურება: ფიქსირებული და საათობრივი ანაზღაურების შემთხვევაში, მიღებულ შედეგზე დაყრდნობით, შეიძლება დაწესდეს დამატებითი საფასური, თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
- შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად, შესაძლოა შემუშავდეს ეტაპობრივი გადახდის გრაფიკი.
მომსახურების ანაზღაურებაზე შეთანხმება ხდება წინასწარ, კომპანიის ეთიკური ვალდებულებების შესაბამისად.
კურსები და ტრენინგები
- ფიზიკური პირები: 200 ევრო, დღგ-ს გარეშე – ხანგრძლივობა ერთი საათი;
- სტუდენტები: 400 ევრო, დღგ-ს გარეშე – ხანგრძლივობა სამი საათი;
- პროფესიონალები: 1000 ევრო, დღგ-ს გარეშე – ხანგრძლივობა ოთხი საათი;
კომპანიის მიერ ჩატარებული ზოგადი იურიდიული ტრენინგი უფასოა.
პერსონალიზირებული და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების საფასური მერყეობს სტუდენტების რაოდენობის, ადგილმდებარეობისა და სწავლების ხანგრძლივობის მიხედვით. ცნობისთვის: ტრენინგის ღირებულება პარიზში, დაახლოებით თხუთმეტ კაციან ჯგუფში, 4 საათის განმავლობაში, არის 1500 ევრო, დღგ-ს გარეშე.