დამქირავებლის უფლებების დაცვა
იშვიათი არ არის დავები გამქირავებელსა (მეიჯარე) და დამქირავებელს (მოიჯარე) შორის.
KHIASMA AVOCATS იცავს თქვენი, როგორც დამქირავებლის უფლებებს ნებისმიერი ტიპის მეიჯარესთან (კერძო პირი, HLM და ა.შ.):
დავის მიზეზები სხვადასხვაა:
- არაჯანსაღი საცხოვრებელი;
- ქონების მოვლა და მოფრთხილება;
- მოიჯარისათვის საფრთხეების შექმნა;
- ქირისა და მოსაკრებლების ზრდა;
განსაკუთრებულება
KHIASMA AVOCATS-ის წარმატებით დასრულებულ საქმეთა შორისაა დავები დამქირავებლებსა და HLM-ს შორის, რომელმაც ჩაანაცვლა კერძო მეიჯარე და მოიჯარეებს გაუზარდა ქირა.
პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებით, HLM ვალდებულია დაარეგულიროს ქირავნობის ხელშეკრულებები (მშენებლობისა და საბინაო კოდექსის L.353-7 მუხლის შესაბამისად), თუ ის აპირებს იჯარის გაზრდას.