Khiasma icon

COVID-19: იურიდიული ქმედება


„სახელმწიფო გროშებს გვითვლის, ჩვენ ვითვლით მსხვერპლს “- პარიზის საავადმყოფოების გაფიცვების ძირითადი მესიჯი იყო ჯერ კიდევ 2019 წელს.

მიმდინარე რთულმა პერიოდმა გააღრმავა ჯანდაცვის სფეროში უკვე არსებული უპრეცედენტო კრიზისი და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ფრანგული პოლიტიკის უმოქმედობა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემაში.

დღეს კი სამედიცინო პერსონალი არამარტო წინა ხაზზე დგას და საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ ისევ მათ უწევთ გაუმკლავდნენ და აღმოფხვრან მმართველობის ნაკლოვანებები. ამავდროულად, ამ ნაკლოვანებების შედეგებს იმკიან დაინფიცირების საფრთხის ქვეშ მყოფი, იზოლირებული მოქალაქეები.

გახსოვდეთ – ხელისუფლების ყოველი არასწორი მოქმედება პირდაპირ კავშირშია გარდაცვლილთა კატასტროფულ მაჩვენებლებთან.

„KHIASMA AVOCATS“ მოგიწოდებთ გამოავლინოთ კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისა და პასუხისმგებელ პირთა დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციებს, ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის რესპუბლიკურ სასამართლოში (ერთადერთი ორგანო, სადაც განიხილება საქმეები ხელისუფლების წევრთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ).