Khiasma icon

სისხლის სამართალი


დღეს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეპრესიულობის ხარისხი სულ უფრო იზრდება. ეჭვგარეშეა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჭარბობს თავისუფლების აღკვეთა და პატიმრობა. მოსამართლეები წინასწარი გამოძიების პერიოდშიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ აღკვეთის ღონისძიების მკაცრ ფორმას – პატიმრობას.

იმის მიუხედავად, ხართ მსხვერპლი თუ ბრალდებული, თქვენთვის ძნელი იქნება აკონტროლოთ და შეაჩეროთ სისხლის სამართლის კოდექსის ერთხელ უკვე დაძრული, რთული მანქანა.

სწორედ ამიტომ, KHIASMA AVOCATS მუდამ დგას თქვენს გვერდით, თქვენი ინტერესების დასაცავად სამართლის ამ სფეროში.

 

ამართალდარღვევები

«La Conférence», ადვოკატთა კოლეგიის ყოფილი მდივნებისაგან შემდგარი KHIASMA AVOCATS გუნდის მოღვაწეობის  სფეროები:

  • ტერორიზმი
  • პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სამართალდარღვევები (მკვლელობა, გაუპატიურება, თავდასხმა, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა)
  • საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშული (ქურდობა, ძარცვა, გამოძალვა და ა.შ.)
  • ორგანიზებული დანაშაული (ნარკოტიკული დანაშაული, პროსტიტუცია, ყაჩაღობა)
  • თაღლითობა (ჯგუფური)
  • კიბერ დანაშაული (კომპიუტერულ სისტემებთან, ციფრულ მონაცემებთან უნებართვო წვდომა და მონაცემთა უნებართვო გამოყენება, მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემის დაზიანება…)

 

როცედურები

KHIASMA AVOCATS გუნდი იქნება ბრალდებულის/დაზარალებულის გვერდით  საქმისწარმოების ყველა ეტაპზე.

გასაჩივრება

  • პატიმრობის შემთხვევაში: ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი უფლებები და ითანამშრომლოთ გამოძიებასთან;
  • ინსტრუქტაჟი: თქვენი საქმის შესწავლის შემდეგ, ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ დაცვის სტრატეგიას და მიმართავს გამოძიებასა და სასამართლოს საჭირო მოთხოვნებით (წინასწარი დაკავების შემთხვევაში – განთავისუფლების მოთხოვნა, ექსპერტიზის მოთხოვნა ან გამოძიების აქტები და ა.შ.); აგრეთვე დაგეხმარებათ გასცეთ სათანადო პასუხები გამოძიებას.
  • სასამართლო პროცესი: ჩვენი გუნდი მოგამზადებთ სასამართლო მოსმენისათვის და წარდგება სასამართლოს წინაშე.
  • განაჩენის კორექტირება: გიშუამდგომლებთ მოსამართლესთან აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების საქმეში (პირობითი სასჯელი, ვადამდელი გათავისუფლება, ელექტრონული სამაჯური, და ა.შ.).

 

დაზარალებული

  • ზიანის კომპლექსური ანალიზი: თუ თქვენ სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი ხართ, KHIASMA AVOCATS სრულად გაანალიზებს თქვენთვის დანაშაულის ფარგლებში მიყენებულ ზიანს (გადატანილი ტანჯვა, მუქარა, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა …);
  • საჩივარი/პირდაპირი ციტირება: KHIASMA AVOCATS შემოგთავაზებთ სიტუაციასთან ადაპტირებულ საპროცესო სტრატეგიას, მოგიმზადებთ დასაბუთებულ საჩივარს.
  • ინსტრუქტაჟი: KHIASMA AVOCATS დაგეხმარებათ მოგამზადოთ სასამართლო მოსმენებისთვის და გამოძიების პროცესში საჭირო დაპირისპირებისათვის.
  • ზიანის ანაზღაურება: სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, KHIASMA AVOCATS თქვენს საკითხს დააყენებს დანაშაულის მსხვერპლთა კომპენსაციის კომისიის (CIVI) წინაშე, რათა მიიღოთ შესაბამისი კომპენსაცია.

 

ანსაკუთრებული მომსახურება: დაკითხვების სიმულაცია

KHIASMA AVOCATS მნიშვნელოვანად თვლის ბრალდებულის ან დაზარალებულის როლს სასამართლო პროცესში, რადგან საჯარო მოსმენებზე სასამართლოს წინაშე მათი შთამბეჭდავი წარდგომა დიდწილად განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მისაღები საბოლოო გადაწყვეტილების შინაარს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ხშირად ადამიანები, იქნება ეს ბრალდებული თუ დაზარალებული, თავს ვერ ართმევენ ამ ამოცანას, რაც მათი ცუდი მომზადების შდეგია..

KHIASMA AVOCATS გთავაზობთ დაკითხვების სიმულაციას, რათა ეფექტურად მოემზადოთ სასამართლოს წინაშე წარსადგომად, არ დაუშვათ შეცდომები და გაითვალისწინოთ შემდეგ საკითხებზე მუშაობა:მ

  • მეტყველების თანმიმდევრულობა საქმის დეტალებთან მიმართებაში;
  • თქვენს ცხოვრებისა და საზოგადოებასთან რეინტეგრაციის პროექტებთან დაკავშირებული დისკურსის შეთანხმებულობა;
  • ჟესტიკულაცია, არტიკულაცია;
  • ა.შ.